16 მატჩი ნორვეგიის ნაკრებში – ქუთაისის “ტორპედომ” ნიდერლანდებისა და შოტლანდიის უმაღლეს დივიზიონში ნათამაშები ფორვარდი დაიმატა

ქუთაისის “ტორპედომ” გვაუწყა, რომ 32 წლის ნორვეგიელი ფორვარდი ბიორნ იონსენი დაიმატა.
მას ჰოლანდიის ერედივიზიეში 69 მატჩში 28 გოლი აქვს გატანილი, როდესაც ის დენ ჰააგის, ალკმაარისა და ბოლოს 2022-23 წლებში კამბურის ღირსებას იცავდა.
2020 წელს ის ულსან ჰიუნდაისთან ერთად (სამხრეთ კორეა) ქვეყნის ჩემპიონი და თასის მფლობელი გახდა, ასევე მოიგო აზიის ჩემპიონთა ლიგა, სადაც 9 მატჩში 5 გოლი გაიტანა.
ბიორნ იონსენი ასევე თამაშობდა ჰართსში (2016-2017), სადაც შოტლანდიური პრემიერლიგის სეზონი 6 გოლით დაასრულა, იყო როსენბორგსსა (2019) და მონრეალში (2021-22).
ტორპედოს ახალწვეულს ნორვეგიის ეროვნულ
ნაკრებში ჩატარებულ 16 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი.
კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი 1+1 სისტემით გაფორმდა.