16 მარტიდან ფინეთში იკრძალება რუსული სანომრენიშნებიანი ავტომობილების ყოფნა

ფინეთის ტერიტორიაზე დღეიდან იკრძალება რუსული რეგისტრაციის მქონე მანქანების ყოფნა. ამის შესახებ ფინეთის საბაჟო იტყობინება. ცნობაში მითითებულია, რომ ისეთი ქვეყნებისგან განსხვავებით, როგორებიცაა ლატვია და ლიეტუვა, ფინეთში ასეთ მანქანებს არ ჩამოართმევენ. რუსული სანომრენიშნიანი ავტომობილების პოვნის შემთხვევაში, მათ დააკავებენ საბაჟო ორგანოები, მანქანის მფლობელს კი დაეკისრება საბაჟო მოსაკრებლისა და შესაბამისი გადასახადის გადახდა. ამის შემდეგ ავტომობილს ევროკავშირის საზღვრის გარეთ გაიტანენ.
ასევე არსებობს გამონაკლისები. ფინეთში შეიძლება დარჩეს რუსული სანომრენიშნებიანი მანქანები, რომლებიც ეკუთვნის ადგილობრივ სასწავლებლებში მოსწავლე სტუდენტებს და ფინეთში ხელშეკრულებით მომუშავე რუს მოქალაქეებს. გარდა ამისა, აკრძალვა არ ვრცელდება ევროკავშირის იმ მოქალაქეთა კუთვნილ მანქანებზე, რომლებიც, იმავდროულად, რუსეთში ბინადრობის უფლებასაც ფლობენ.
ფინეთში რუსული სანომრენიშნებიანი მანქანების შესვლა გასული წლის 15 სექტემბრიდან აიკრძალა. ეს მოხდა სანქციების რეჟიმის გამოყენებასთან დაკავშირებით ევროკომისიის განმარტებების შემდეგ. ხოლო რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანების ექსპორტისთვის ექვსი თვის ვადა დაწესდა.

რუსეთ-ფინეთის საზღვარზე ყველა საავტომობილო გამშვები პუნქტი გასული წლის ნოემბრიდან არის დაკეტილი. გადაწყვეტილება ფინურმა მხარემ მესამე ქვეყნებიდან მიგრანტების შემოდინების გამო მიიღო, რაშიც, ჰელსინკის თქმით, ს ხელისუფლება მონაწილეობს. აკრძალვა მინიმუმ 14 აპრილამდე მოქმედებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილი – „იმედმა“ „ძლიერი საქართველოს“ საარჩევნო კლიპი გააჩერა, დაამტკიცეთ, რომ „ქართულ ოცნებას“ დაპირებები არ შეუსრულებიაო – უფასო ფული ვისაც გაქვთ გამოდით, უნდა დაგთვალოთ!