ინდოეთში 12 ნოემბერს გვირაბის ჩამონგრევის შედეგად ჩარჩენილი 41 მუშიდან ყველა გამოიყვანეს.
გვირაბთან დილიდან შეკრებილები არიან მუშების ოჯახის წევრები და ახლობლები, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლები. ადგილზე განლაგებულია საველე ჰოსპიტალი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.
ცნობილი ხდება, რომ მომხდარის შემდეგ არცერთი მუშა არ დაშავებულა. ამ პერიოდის განმავლობაში მათ ჟანგბადს, სასმელსა და საკვებს წვრილი მილის საშუალებით აწვდიდნენ.
შეგახსენებთ, რომ 12 ნოემბერს უტრახანდის მთიან რეგიონში, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად, 4,5 კილომეტრიანი გვირაბის მონაკვეთი ჩამოინგრა და მუშები შიგნით მოიყოლა.