1561 ცხოველი ბუნებრივ არეალში დაბრუნდა – სურსათის ეროვნული სააგენტო

მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამის ფარგლებში, ბუნებრივ არეალში 29 ივლისიდან 5 სექტემბრის ჩათვლით, აჭარის, იმერეთის, კახეთის რეგიონებში აყვანილი და თავშესაფრებში გადაყვანილი 1771 ცხოველიდან , ეკიპაჟის წევრებმა ბუნებრივ არეალში 1561 დააბრუნეს (210 ვეტერინარული მანიპულაციების დასრულების შემდეგ დაბრუნდება) – ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
“გასტერილებულია, აღარ გამრავლდება და ლეკვებიც აღარ დაეხოცება” -ამბობს თავშესაფრიდან დაბრუნებულ ძაღლზე ქ . ჭიათურის მკვიდრი. მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა ითვალისწინებს უპატრონო/მიკედლებული ცხოველების კასტრაცია-სტერილიზაციას, დიაგნოსტიკურ ტესტირებას, ვაქცინაციას, იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას. აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ცხოველების პოპულაციის მართვას, მათ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობას, ცოფის და სხვა დაავადებების პრევენციას. ამავდროულად, ადამიანების ჯანმრთელობის დაცვას და უსაფრთხოებას . პროგრამა, პირველ ეტაპზე, აჭარას, იმერეთისა და კახეთის რეგიონებს მოიცავს და ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით ხორციელდება – ნათქვამია ინფორმაციაში.