$153.8 მლრდ – თურქეთის ცენტრალური ბანკის რეზერვებმა რეკორდი მოხსნა

თურქეთის ცენტრალურმა ბანკმის მონაცემებით, 12 ივლისის კვირაში ცენტრალური ბანკის მთლიანი სავალუტო რეზერვები 4 მილიარდ 614 მილიონი დოლარით გაიზარდა და 94 მილიარდ 345 მილიონი დოლარი შეადგინა. მთლიანი სავალუტო რეზერვები 5 ივლისს 89 მილიარდ 731 მილიონი დოლარის დონეზე იყო.
ამ პერიოდში ოქროს მარაგი 734 მილიონი დოლარით გაიზარდა, 58 მილიარდ 717 მილიონი დოლარიდან – 59 მილიარდ 451 მილიონ დოლარამდე.
ამრიგად, ცენტრალური ბანკის ჯამური რეზერვები 12 ივლისის კვირაში, წინა კვირასთან შედარებით, 5 მილიარდ 348 მილიონი დოლარით გაიზარდა, 148 მილიარდ 448 მილიონი დოლარიდან 153 მილიარდ 796 მილიონ დოლარამდე.
თავის მხრივ, 18 ივლისს ხაზინისა და ფინანსთა მინისტრმა მეჰმეთ შიმშეკმა განაცხადა, რომ წმინდა რეზერვები სვოპების გარეშე ბოლო 4,5 წლის პიკზეა.