15:00 საათი: საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა 1 454 837 ამომრჩეველმა

15:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა 1 454 837 მოქალაქემ მიიღო. ეს ამომრჩეველთა სრული რაოდენობის 41,62-ია.
ეს მაჩვენებელი ბევრად მეტია, ვიდრე გასულ საპარლამენტო არჩევნებზე, იგივე დროის მონაცემები. თუმცა, ნაკლებია 2012 წლის მაჩვენებელზე.
2020 წელს, 15:00 საათზე საკუთარი არჩევანი 1 279 947 მოქალაქეს ჰქონდა დაფიქსირებული, რაც მაშინდელი საერთო მონაცემის 36,45 %-ს შეადგენდა.
რაც შეეხება 2012 წლის მონაცემებს, როცა ხელისუფლება შეიცვალა, 15:00 საათზე მაშინ 1 625 818 ამრჩეველს ჰქონდა საკუთარი ხმა დაფიქსირებული – სრული რაოდენობის 44,99 -ს.
საქართველოში საპარლამენტო მიმდინარეობს. უბნების უმრავლესობაში კენჭისყრა ელექტრონული აპარატების მეშვეობით მიმდინარეობს, რაც იძლევა საშუალებას, ხმები უფრო სწრაფად დაითვალოს.
ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის 150 წევრს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევენ. საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5 პროცენტს მაინც მიიღებენ. პარლამენტის არჩევნებში 18 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს.
დეტალებს 26 ოქტომბრის არჩევნების შესახებ გაეცანით შემდეგ ბმულზე:
· საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ამავე თემაზე:
· 10:00 საათი: ამომრჩეველთა აქტვივობა 9,27%-ია
· 12:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 22,22%-ია

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე: ჩვენი გამარჯვების მთავარი დასტური არის ის, თუ როგორ იქცევა „ქართული ოცნება“ – გადავიდნენ დაკავებებზე, 5 ადამიანი, „ევროპული ხმის მცველები“ დააკავეს აბსოლუტურად უკანონოდ