150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მეცამეტე რაუნდის გამარჯვებული 20 სტარტაპი ცნობილია:
· Calendo – საქართველოში ჯავშნების პირველი მარკეტფლეისი ინტეგრირებული ERP სისტემით ბიზნესებისათვის.
· Archfix – პლატფორმა არქიტექტურული რუტინული სამუშაოების ავტომატიზაციისთვის.
· The Seven Enchantments – ჰორორის ჟანრის პირველი პირის საგამოძიებო PC თამაში აერთიანებს თავსატეხებს, სიარულის სიმულაციასა და თავგადასავალს, რომელიც აგებულია შვიდი მომაკვდინებელი ცოდვის გარშემო.
· BackOffice ERP – ერთიანი ციფრული სამუშაო სივრცე CRM, HRM, ინვოისისა და სხვა ინსტრუმენტებით.
· DineRush – ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული მაგიდის სპონტანური დაჯავშნის აპლიკაცია (last minute reservation).
· Sufra- სტარტაპი გვთავაზობს შეფ-მზარეულების მიერ შექმნილი კერძების ნაკრებებს კართან მიტანით.
· Borbalo – აპლიკაცია შექმნილია ჯარიმების მართვის გასამარტივებლად და მანქანასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი პრობლემების მოსაგვარებლად.
· Kursi – საქართველოში პირველი, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული, ონლაინ ვალუტის კონვერტაციის პლტფორმა.
· Chama – სტარტაპი ეხმარება რესტორნებს პოტენციალის სრულად ათვისებასა და დატვირთულობის ოპტიმიზაციაში, დინამიკური ციფრული მენიუების სისტემით, რომელშიც ფასები იცვლება მოთხოვნა/მიწოდებაზე დაფუძნებით რეალურ დროში.
· Starooms – ეზოთერული სერვისების (ასტროლოგია, ნუმეროლოგია, ტაროს კითხვა) მარკეტფლეისი, რომელიც ითვალისწინებს მომხმარებლის ფასის, ენის და სერვისის ტიპის პრეფერენციებს და ავტომატურად აკავშირებს მას სერტიფიცირებულ, სასურველი რეიტინგის მქონე პრაქტიკოსთან.
· AutoInvest – ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ოპერაციული სისტემა მეორადი ავტონაწილების ინდუსტრიისთვის