150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მეთორმეტე რაუნდის გამარჯვებული 20 ცნობილია:
· Cardiostim – უსადენო, დამუხტვადი იმპლანტირებადი „პეისმეიკერი“, რომელიც გააკონტროლებს პაციენტის გულის რითმს.
· Helio. – რეკრუტინგის ჭკვიანი სისტემა, რომელიც რითეილ კომპანიებს პროცესების ავტომატიზაციასა და საუკეთესო კანდიდატების სწრაფად შერჩევაში თამაშით ეხმარება.
· BestRooms – მობილური აპლიკაცია, რომელიც ცვლის დაჯავშნის ტრადიციულ მიდგომებს და ორიენტირებულია იმავე დღეს ან რამდენიმე დღით ადრე გადაწყვეტილ ჯავშნებზე.
· Gakvetilo.ge – არაფორმალური განათლების ონლაინ პლატფორმა 11-17 წლის მოზარდებისთვის, რომელიც ნებისმიერი ადგილიდან ინტერაქციული და სტრუქტურულად გამართული კურსების საშუალებით, ხელს უწყობს ბავშვების ცხოვრებისეული და ემოციური უნარების განვითარებას.
· SOS auto – სასწრაფო საგზაო დახმარების აპლიკაცია შენი ავტომობილისთვის ევაკუატორის და ავტო ასისტანსის გამოსაძახებლად.
· MedAdvisor.pro – პლატფორმა საშუალებას აძლევს მომხმარებლებს უსაფრთხოდ, სხვა მომხმარებლების გამოცდილების, მდებარეობის, ფასის და სხვა პარამეტრების საშუალებით, მოძებნოს, აირჩიოს და დაგეგმოს სამედიცინო ტური, მიიღოს ონლაინ კონსულტაცია და ჰყავდეს სამედიცინო მრჩეველი.
· Vynity – პლატფორმა B2B მომხმარებლებს აძლევს საშუალებას ჰიდროელექტროსადგურების საათობრივი გამომუშავების ანალიტიკასთან პირდაპირ წვდომას და საპროგნოზო საათობრივ გამომუშავებას, როგორც მოკლე, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში.
· Ripple – ჩაღრმავებული ინტერვიუების ანალიზის AI პლატფორმა, რომელიც სტარტაპის დამფუძნებლებსა და პროდუქტის გუნდებს შესაძლებლობას აძლევს, ეფექტურად გატესტონ პროდუქტები და დააგენერირონ მომხმარებლის ქცევა და სტრატეგიული არტეფაქტები.
· Xpos – სტარტაპი ამარტივებს და მობილურ ტელეფონში აერთიანებს გაყიდვების სრულ პროცესს, მათ შორის, საბანკო გადახდებს, ელექტრონულ კომერციას, მიწოდების პლატფორმებს და ლოიალურობის მართვის პროგრამას.
· Bid-Pilot – სტარტაპი ეხმარება გენერალურ კონტრაქტორებსა და უძრავი ქონების დეველოპერებს, გადაჭრას სამშენებლო წინადადებების მომზადებისა და მართვის შრომატევადი და რთული პროცესი. ს დახმარებით, პლატფორმა სამშენებლო გეგმებს სწრაფად აქცევს სატენდერო მოწვევად, ავტომატურად ამოიცნობს სატენდერო პაკეტებს ნახაზებში და ეხმარება სატენდერო პროცესის ეფექტურად წარმართვას.
· Skippit – ვერტიკალური ERP მცირე და საშუალო ზომის პროფესიული სერვისების პროვაიდერი ორგანიზაციებისთვის, საშუალებას აძლევს მმართველ გუნდს გამართოს ოპერაციების მენეჯმენტი მსხვილი ორგანიზაციების მსგავსად, ისე რომ ადმინისტრაციული გუნდი არ გაიზარდოს.
· Dispato -ლოჯისტიკის ოპტიმიზაციის ავტომატური ბოტი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ეხმარება მანქანების გადამზიდავ კომპანიებს რადიკალურად შეამცირონ „დისპაჩინგზე“ დახარჯული დრო და თანხები.
· #CatchClicker – პირველი ციფრული გაჯეტი მეთევზე სპორტსმენებისთვის და მოყვარულებისათვის, რომელიც ეხმარება მათ ვარჯიშების გაანალიზებაში და ტურნირებში გამარჯვებაში.
· Wenroll – სასწავლო აპლიკაცია მომხმარებელს სთავაზობს გზად სწავლის გამოცდილებას პერსონალიზირებული მასტერკლასების სახით, რომელსაც წარმოადგენენ დარგის წამყვანი სპეციალისტები ადგილობრივ ენაზე.
· JAVIC – პროექტის ფარგლებში შეიქმნება CARFAX-ის ქართული ანალოგი, რომლითაც ნებისმიერ ავტომფლობელს ექნება შესაძლებლობა, აწარმოოს საკუთარი ავტომობილის ელექტრონული ჟურნალი, ადგილობრივად გატარებული ავტორიზებული სერვისების ასახვით.
· KidNest – ბაღის მენეჯმენტ სისტემა, ადმინისტრაციული პროცესის ავტომატიზირებით, რომელიც აღმზრდელებს მეტ დროს აძლევს, რომ მეტად მოახდინონ ბავშვზე ფოკუსირება და ამავდროულად აწვდის მშობლებს რეალურ დროში განახლებებს.
· ProcureMed – პროექტის ფარგლებში შეიქმნება საავადმყოფოებისთვის ღირებულების ანალიზისა და შესყიდვების პროგრამა. ინოვაციური ინსტრუმენტი მიზნად ისახავს ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირებასა და ჯანდაცვის მიწოდების ჯაჭვის მართვისა და მარაგების გამოყენების ეფექტურობის გაუმჯობესებას.
· RADIUM – სამედიცინო რადიოლოგიური ინფორმაციის მართვის სისტემა, რომელიც AI – ისა და cloud ტექნოლოგიების გამოყენებით ეხმარება კლინიკებს, ეფექტურად იმუშაონ პაციენტის დიაგნოსტირებასა და სამედიცინო ინფორმაციის დამუშავებაში.
· sait – „ონლაინ სამოგზაურო აგრეგატორი”, რომელიც აადვილებს ავიახაზების, ავტობუსების, მიკროავტობუსების, მატარებლებისა და კერძო ტრანსფერების ბილეთების მოძიებას, შედარებას და შეძენას სატრანსპორტო პროვაიდერების ერთ ონლაინ სივრცეში ინტეგრირებით.
· Altera Audit – პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესს ეხმარება, შეაფასოს საკუთარი საგადასახადო რისკები, განსაზღვროს საგადასახადო ორგანოს მიერ შემოწმების ალბათობა და სთავაზობს ექსპერტულ რეკომენდაციებს გამოვლენილი რისკების მინიმიზაციისთვის.