150-ზე მეტი ფსიქოლოგი: გათავისუფლდნენ უკანონოდ დაკავებულები, ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები

საქართველოს ფსიქოლოგები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ერთობლივ პეტიციას აქვეყნებენ და პოლიტიკური ნიშნით დაკავებული უდანაშაულო მოქალაქეების გათავისუფლებას, ასევე თავისუფალი და სამართლიანი ს ჩატარებას ითხოვენ.
პეტიციას ამ დროისთვის 150-ზე მეტი ფსიქოლოგი აწერს ხელს. სია განახლებადია.
განცხადებაზე ხელმომწერი ფსიქოლოგები მოითხოვენ:
· პოლიტიკური ნიშნით დაკავებული უდანაშაულო მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და მათზე დაუსაბუთებელი დევნის შეწყვეტას;
· საქართველოს მოქალაქეებზე წამების, ჩაგვრისა და ნებისმიერი ფორმის ძალადობის შეწყვეტას;
· ახალი, ჭეშმარიტად თავისუფალი, საყოველთაო, დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას.
· პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან ადამიანების გათავისუფლების შეწყვეტას;
“ჩვენ, ფსიქოლოგები, პროფესიულ ეთიკაზე და სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე დაყრდნობით, ვაცხადებთ, რომ ქვეყანაში შექმნილი კრიზისი არა მარტო საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფოებრიობას, მის დემოკრატიულ განვითარებასა და ევროინტეგრაციის პროცესს, არამედ აზიანებს ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას და ფსიქიკურ ჯანმრთელობას, რაც ჩვენთვის, განსაკუთრებით მიუღებელი და შემაშფოთებელია.