15 წლის მოზარდი, რომელსაც ადიგენში რამდენიმე დღეა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

15 წლის მოზარდი, რომელსაც ადიგენის მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ, მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს.
ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
არსებული ინფორმაციით, ბიჭის ცხედარი მაშველებმა მდინარესთან იპოვეს. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.