თბილისში 15 წლის ბიჭის წამებისა საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა ცრავე ბრალდებულს, მათ შორის ექვს არასრულწლოვანს. პროკურატურა მათ „ფაშისტური“ იდეოლოგიის ჯგუფის წევრებს უწოდებს.
10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელსაც პროკურატურა უწოდებს „ფაშისტური იდეოლოგიის“ დაჯგუფების ე.წ ლიდერს.
საუბარია ლევან აბესაძეზე, რომლის შესახებაც რადიო თავისუფლება ივლისში იუწყებოდა.
10 წლით თავისუფლებას აღკვეთა მიუსაჯეს კიდევ ერთ ბრალდებულს, გიორგი მუმლაძეს.
აბესაძის ადვოკატი აცხადებდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ასე [„ფაშისტური დაჯგუფების ლიდერად“] მოხსენიება „მიზანმიმართული სიყალბეა“ და იგი ერთ-ერთი „წარმატებული კომპანიის წარმატებული IT მენეჯერია“.
პროკურატურა 30 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა:
· „ფაშისტური“ იდეოლოგიის ჯგუფის წევრებმა, წარსულში არსებული სიტყვიერი შელაპარაკების საფუძველზე, არასრულწლოვანი წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, მოტყუებით მიიყვანეს თბილისში არსებულ ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში;
· ბრალდებულებმა დაზარალებული სიტყვიერი შეურაცხყოფის, დანებისა და პისტოლეტების გამოყენების მუქარით აიძულეს დამდგარიყო მუხლებზე და დაჩოქილს ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენეს დაზიანებები, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა;
· ასევე, დაზარალებული აიძულეს პისტოლეტებისა და დანის გამოყენების მუქარით ღირსების შემლახველი ქმედებებით, დაჩოქილ მდგომარეობაში მყოფს, მობილური ტელეფონის ვიდეოზარით ბოდიში მოეხადა დაჯგუფების „ლიდერისათვის“;
· დაზარალებულის ღირსების შემლახველი ქმედებების ამსახველი ვიდეო ბრალდებულებმა მობილური ტელეფონით გადაიღეს და ატვირთეს სოციალურ ქსელში.
· აღნიშნული ქმედებით დაზარალებულმა განიცადა როგორც ძლიერი ფიზიკური და ფსიქიკური ტკივილი, ასევე მორალური ტანჯვა“.
სასამართლომ სრულწლოვან 3 მსჯავრდებულს მიუსაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ამასთან, 18 წლის ასაკს მიუღწეველ 3 პირს მიუსაჯარ 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
დაბოლოს, 16 წლის ასაკს მიუღწეველ 3 პირს მიუსაჯა 6 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
ფორუმი




