15 წლის ანა ნიჟარაძემ ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა

პარიზის ოლიმპიური თამაშების პირველ დღეს ქართველ ოლიმპიელთა ასპარეზობა მოცურავეთა გამოსვლით დაიწყო.
15 წლის ანა ნიჟარაძე, რომელიც საქართველოს ოლიმპიურ გუნდში ყველაზე ახალგაზრდა წარმომადგენელია, 100 მეტრზე ბატერფლაით საკვალიფიკაციო გაცურვით აღნიშნა ოლიმპიური დებიუტი, თუმცა, სამწუხაროდ 28-ე შედეგი აღმოაჩნდა (1.02.85) და შეჯიბრს გამოეთიშა.
ჯამში მონაწილეობას 31 სპორტსმენი იღებდა, ლიდერ ჟან იუფეის, რომელიც ჩინეთის ღირსებას იცავს, ჩვენებური აზიელ სპორტსმენს 6.35 წამით ჩამორჩა.
წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი
ამ ბავშვისთვის გამოცდილების მიღება იყო მთავარი,ამიტომ მოწილეობა არის მთავარი. იმედია რო გაგრძელებს პროგრესს და შემდეგ ოლიმპიადაზე უკვე მედლისთვის იბრძოლებს.