ბუდვას (მონტენეგრო) 15-წლამდელ მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატმა მონაწილე ქვეყანათა და სპორტსმენთა რაოდენობით ყველა მოლოდინს გადააჭარბა. 32 ქვეყნის 369 მოკრივეს შორის იყო საქართველოს გოგონათა და ვაჟთა ნაკრები, რომელმაც ისტორიულ შედეგებს მიაღწია.
საქართველოს ნაკრების 14-კაციანი შემადგენლობიდან, ექვსმა ფინალში იასპარეზა, მთლიანობაში კი მოპოვებულია 9 მედალი.
გოგონათა ნაკრების მთვარი მწვრთნელის, მათე კოღუაშვილის შეგირდმა ელენე ქარჩავამ (48 კგ) ოქროს მედლისთვის შეხვედრაში დაამარცხა ირლანდიელი მასიე დაფი ო’კონორი და ქართული კრივის ისტორიაში გახდა პირველი ევროპის ჩემპიონი გოგონა.
ოქროს მედალთან ახლოს იყო ლიზა ლობჟანიძე (66 კგ), მაგრამ ინგლისელ რუბი-ჯო დოს სანტოსთან ორთაბრძოლაში დამარცხდა და ვერცხლის ჯილდო მიიღო.
ვაჟთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ლაშა ოჩიგავას შეგირდებიდან ჩემპიონები გახდნენ გიორგი ახვლედიანი (52 კგ) და დავით ალიხანაშვილი (54 კგ). ევროპის ჩემპიონატი ვერცხლის მედლებით დაასრულეს ალექსი გუნიამ (60 კგ) და გიგი არჩაიამ (70 კგ).
ბრინჯაოს მედლების მოპოვებით გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს თორნიკე სიმონიშვილმა (40 კგ), საბა კერძევაძემ (44 კგ) და ჯონი ხაბურზანიამ (46 კგ).
ცოტა ხნით ადრე, საქართველოს ასაკობრივი ნაკრებიდან ასევე მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწიეს 19-წლამდელებმა. ოსტრავას (ჩეხეთი) ევროპის ჩემპიონატზე ვაჟთა ნაკრებმა სამი ოქროს და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა.
GEONOC.ORG.GE
[VIDEO] აზერბაიჯანელი მწვრთნელი მსაჯს რინგზე ფიზიკურად გაუსწორდა – კადეტთა ევროპის ჩემპიონატის სკანდალური მომენტი
[VIDEO] უსიკმა დუბუა დაანოკაუტა და უდავო ჩემპიონის სტატუსი მესამედ მოიპოვა
ბერლინში დაუმარცხებელი ჩეჩენი მოკრივე მოკლეს




