15 ქვეყანა, საიდანაც ივნისში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2024 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 281.1 მლნ დოლარი (794.3 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 20.9%-ით ნაკლებია 2023 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
შემოსული გზავნილების 17.38% ს ფედერაციაზე მოდის – 48.84 მილიონი დოლარი, რაც 62.3%-ით ნაკლებია 2023 წლის ივნისთან შედარებით. მეორე ადგილზეა ამერიკის შეერთებული შტატები (16.99%), საიდანაც გასულ თვეში 47.75 მილიონი დოლარი გადმოირიცხა – ეს წინა წელთან შედარებით 22.25%-იანი მატებაა. მესამე ადგილზეა იტალია (16.28%) 45.77 მილიონი აშშ დოლარით.
ქვეყნები, საიდანაც გასულ თვეს საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა:
· რუსეთის ფედერაცია – $48.84 მლნ;
· აშშ – $47.75 მლნ;
· იტალია – $45.77 მლნ;
· გერმანია – $22.44 მლნ;
· საბერძნეთი – $21.83 მლნ;
· – $19.51 მლნ;
· ყაზახეთი – $10.77 მლნ;
· თურქეთი – $8.12 მლნ;
· ესპანეთი – $5.99 მლნ;
· ირლანდია – $5.45 მლნ;
· – $5.12 მლნ;
· საფრანგეთი – $5.02 მლნ;
· გაერთიანებული სამეფო – $3.97 მლნ;
· აზერბაიჯანი – $3.19 მლნ;
· პოლონეთი – $2.85 მლნ;
მსოფლიო ბანკის [WB] ინფორმაციით, საქართველო ფულად გზავნილებზე დამოკიდებული ქვეყნების რეიტინგში 21-ე ადგილზეა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი უცხოეთში დასაქმებული ქართველების მიერ გამოგზავნილ თანხებზეა დამოკიდებული.
სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ქვეყნის ეკონომიკის ფულად გზავნილებზე დამოკიდებულების მაჩვენებელი ყველაზე მაღალი შედარებით დაბალშემოსავლიან ქვეყნებშია.
მსოფლიო ბანკის რეიტინგში პირველ ადგილს ტონგა იკავებს, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 37.2% ფულად გზავნილებზე მოდის; 35.3%-ით მეორე ადგილზე სომალია; საერთაშორისო რეიტინგში მესამე ადგილს კი ყირგიზეთი იკავებს, მისი ეკონომიკის 31.3% ფულად გზავნილებზეა დამოკიდებული.
აღსანიშნავია, რომ განვითარებულ ქვეყნებში ფულად გზავნილებზე დამოკიდებულების მაჩვენებელი 1%-ზე ნაკლებია, რაც იმაზე მიუთითებს, ქვეყნის ეკონომიკის მხოლოდ უმცირესი ნაწილი ივსება უცხოეთში დასაქმებული მოქალაქეების მიერ გამოგზავნილი ფულადი სახსრები.