15 ქვეყანა, საიდანაც ივლისში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 336.99 მილიონი დოლარი (914.6 მილიონი ლარი) შეადგინა, რაც 13%-ით (38.9 მილიონი აშშ დოლარით) მეტია 2024 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
გასული 9 თვის მსგავსად, ივლისშიც ყველაზე მეტი (ჯამური ჩარიცხვების 18.08%) ფულადი გზავნილი ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოვიდა – 60.93 მილიონი დოლარი, რაც 21.05%-ით მეტია 2024 წლის ივლისთან შედარებით. მეორე ადგილზე ისევ იტალიაა (16.53%), საიდანაც გასულ თვეში 55.72 მილიონი დოლარი გადმოირიცხა – ეს წინა წელთან შედარებით 13.99%-იანი მატებაა.
მესამე ადგილზეა (13.43%) 45.25 მილიონი აშშ დოლარით, რაც 2024 წლის ივლისთან შედარებით 0.47%-იანი კლებაა.
ქვეყნები, საიდანაც გასულ თვეს საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა:
· აშშ – $60.93 მილიონი.
· იტალია – $55.72 მილიონი.
· რუსეთის ფედერაცია – $45.25 მილიონი.
· გერმანია – $29.24 მილიონი.
· საბერძნეთი – $26.09 მილიონი.
· – $24.07 მილიონი.
· – $11.29 მილიონი.
· თურქეთი – $10.03 მილიონი.
· ესპანეთი – $10.02 მილიონი.
· ყაზახეთი – $8.66 მილიონი.
· საფრანგეთი – $6.61 მილიონი.
· გაერთიანებული სამეფო – $6.08 მილიონი.
· ირლანდია – $6.01 მილიონი.
· პოლონეთი – $3.23 მილიონი
· აზერბაიჯანი – $3.2 მილიონი.
სებ-ის ცნობით, 2025 წლის ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 37.3 მილიონი აშშ დოლარი (101.2 მილიონი ლარი) გადაიგზავნა, რაც 2024 წლის ივლისის (33.5 მილიონი აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 11.4%-ით მეტია.
tabula.ge