საქართველოს 15-ქალა ნაკრები 21 ნოემბერს რუმინეთში გაემგზავრება და 22 ნოემბერს რაგბი ევროპის კონფერენც დივიზიონის ფარგლებში, თავის პირველ ოფიციალურ თამაშს გამართავს.
ისტორიული შეხვედრა ბუქარესტიდან 40 კილომეტრის დაშორებით მდებარე სნაგოვში გაიმართება, სადაც 9 ათასამდე მაცხოვრებელია. CSN Elisabeta Lipa-ზე თამაში ჩვენი დროით 13 საათზე დაიწყება.
რუმინეთის ქალთა ნაკრები პირველად 2007 წელს შეიკრიბა და სადებიუტო მატჩში სერბეთი 65:0 დაამარცხა. 2007-2008 წლებში რუმინელმა გოგონებმა ფირა-ს (რაგბი ევროპის წინამორბედი) ეგიდით 9 თამაში გამართა, საიდანაც 5 წააგო (ბელგიასთან 2-ჯერ, რუსეთთან 2-ჯერ და გერმანიასთან) და 4 მოიგო (სერბეთთან, ლუქსემბურგთან და 2-ჯერ ფინეთთან).
ამის შემდეგ რუმინეთის 15-ქალა დაიშალა, ის შარშან აღდგა და 22 სექტემბერს რაგბი ევროპის კონფერენც დივიზიონში ბულგარეთი 66:12 დაამარცხა. მას შემდეგ მათ ოფიციალური თამაში აღარ ჰქონიათ.
საქართველოს 15-ქალა ნაკრები პირველად წელს გაზაფხულზე შეიკრიბა და ქუთაისში ყაზახეთის ნაკრებთან ორი ამხანაგური შეხვედრა გამართა. გამოცდილმა მეტოქემ ორივეჯერ გაიმარჯვა.
15-ქალა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი მაისურაძემ უკვე შეარჩია ის 23 მოთამაშე, რომლებიც პირველ ოფიციალურ შეხვედრას გამართავენ.
ქალთა რაგბი ევროპის კონფერენც დივიზიონი
სნაგოვი (რუმინეთი). CSN Elisabeta Lipa. 13:00 საქ. დრო
რუმინეთი – საქართველო
საქართველო
ხაზი: 15. მანონი საღარაძე, 14. ირმა გულიაშვილი, 13. კირა დანელია, 12. ნინო მეფარიშვილი, 11. მარიამ ბერანძე, 10. თეონა ჩიტაიშვილი, 9. სალომე საღარაძე;
შერკინება: 1. ანა რურუა, 2. თამარი მანაგაძე, 3. ანა კაპანაძე, 4. ნათია გავაშელიშვილი, 5. ლიკა ხუფენია, 6. ნინო წიკლაური, 7. სალომე მაკასარაშილი, 8. ანა დათიაშვილი.
მარქაფა: 16. ანასტასია ახვლედიანი, 17. ნინო გოგონიძე, 18. გურანდა ხიჯაკაძე, 19. მირანდა სააკიანი, 20. ვერო კუნდუხაშვილი, 21. ანანო ხაბულიანი, 22. ტატა ბუზალაძე, 23. თინი გორდეზიანი.
Rugby.ge
15-ქალა რაგბი ევროპის კონფერენც დივიზიონში ერთვება
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან – სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
დავით კაჭარავა: საქართველოს უახლოეს ისტორიაში ასეთი მასშტაბური ძვრები ქართულ სპორტში ჯერ არ ყოფილა
15-ქალას დაბადება
15-ქალა რაგბი ევროპის კონფერენც დივიზიონში ერთვება




