ლაშა გურული 15 მარტს, პროფესიონალურ კრივში პირველ ბრძოლას გამართავს, პარიზის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის პრიზიორი თავის მშობლიურ ქალაქ რუსთავში განელ ბერნარდ აბეის დაუპირისპირდება.
აბეის პროფესიონალურ კრივში 5 ბრძოლა აქვს გამართული და 5-ივე მისი გამარჯვებით დასრულდა.
შეგახსენებთ, გურულმა გასულ ზაფხულს, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს 24-წლიანი პაუზის შემდეგ კრივში პირველი მედალი მოუტანა
