15 მაისს საქართველოს ეწვევიან ბალტიის ქვეყნების და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები

საქართველოში მიმდინარე მოვლენების, მათ შორის „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის“ განსახილველად, ხვალ, 15 მაისს თბილისს ეწვევა ოთხი ევროპელი მინისტრი.
ევროკავშირის და ნატოს წევრი ლატვიის, ლიეტუვის და ს და ნატოს წევრი ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, საგარეო საქმეთა მინისტრს, ოპოზიციური საპარლამენტო პარტიების და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან.
ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, 15 მაისს, დილით გაიმართება ბალტიის ქვეყნების და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრების და საქართველოს პრეზიდენტის ერთობლივი პრესკონფერენცია.
საქართველოს მეგობარი დასავლეთის სახელმწიფოები უკიდურესად შეშფოთებული არიან „ქართული ოცნების” გადაწყვეტილებით, პარლამენტში დააბრუნოს და მიიღოს ე.წ. აგენტების კანონი.
ევროკავშირის 12 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, მათ შორის ბალტიის სახელმწიფოებიდან, საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჟოზეპ ბორელს და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ღია წერილითაც მიმართეს და განაცხადეს, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია საფრთხეშია.
„აგენტების კანონის” წინააღმდეგ საქართველოში მიმდინარე ხალხმრავალი საპროტესტო აქციების და პარტნიორი სახელმწიფოების მოწოდებების მიუხედავად, უარი თქვას ამ კანონზე, „ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობა კანონის(კანონპროექტი უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ) საბოლოო, მესამე მოსმენით მიღებას დღეს, 14 მაისს აპირებს.