15 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 7-8 მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება. სხდომა 13:00 საათზე დაიწყება. პროცესის პარალელურად კი სამოქალაქო აქტივისტები საქალაქოსთან შეკრებას გეგმავენ.
“15 იანვარს, 13:00 საათზე ლაზარე გრიგორიადისის მორიგი სასამართლო პროცესია.ლაზარე არის 7-8 მარტის სიმბოლო და ჩვენ ბოლომდე მის გვერდით უნდა ვიდგეთ” – წერს გირჩი მეტი თავისუფლება.
შეგახსენებთ, რომ 31 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, მან 7 მარტის საპროტესტო აქციაზე ორჯერ ისროლა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი პოლიციელების მიმართ, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. მას ასევე ბრალი ედება პოლიციის კუთვნილი მანქანის დაწვაში.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
იხილეთ ასევე:
· ლაზარე გრიგორიადისის თქმით, განაჩენის შემდეგ, ოჯახი პრეზიდენტს მისი შეწყალების თხოვნით მიმართავს