საქართველოში პროტესტი მე-80 დღეა – თბილისსა და რეგიონებში ათზე მეტი აქცია-მსვლელობა გაიმართება.
თბილისი:
· “საჯარო მოსამსახურეები უსამართლო სისტემის პირისპირ” – მთავრობის ადმინისტრაცია, 18:00 საათი.
· “არა რუსულ დიქტატურას!” – ევროპის მოედნიდან მსვლელობა, 18:00 საათი.
· 19:00 საათზე, პროტესტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან;
· 20:00 საათზე, აქცია საქართველოს პარლამენტთან.
· “პროფესიების პროტესტი რუსთაველზე” – 20:00 საათზე, ჯანდაცვის სექტორი პარლამენტთან.
· 21:00 საათზე, საჯარო ლექცია საპროტესტო აუდიტორიის მიერ.
ბათუმი:
· 12:00 საათზე, ბათუმიდან სარფში (ევროპის მოედნიდან) გაიმართება მსვლელობა;
· 18:00 საათზე, მსვლელობა: „არა რუსულ დიქტატურას!“ (ცენტრალური პარკის კოლონადები);
· 19:00 საათზე, გაიმართება აქცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან სახელწოდებით „სამშობლოს სამსახურში!“
სარფი:
· 13:00 საათი, “რეჟიმის ტყვეების მხარდამჭერი” აქცია;
ზუგდიდი:
· 18:00 საათზე, სამხარეო ადმინისტრაციის წინ – „ბრძოლა გამარჯვებამდე“
თელავი:
· 18:00 საათზე, თელავში მერიის წინ უწყვეტი პროტესტი;
ქუთაისი:
· მერიის წინ, 19:00 საათზე, „კი ევროპას, არა რუსეთს!“
ჩხოროწყუ:
· 20:00 საათზე, მერიის წინ, “გაბედე პროტესტი ყოველდღე!“
ახალციხე:
· შოთა რუსთაველის ძეგლთან, 18:00 საათზე, „არა რუსულ რეჟიმს!“
გორი:
· საკრებულოს წინ, 17:00 საათზე, აქცია სახელწოდებით “გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები!“
წყარო: tv pirveli
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/ftsr_w_h-llN8Ey-300x169.jpeg)