15 თებერვალი 18:00 საათი – თბილისში ფართომასშტაბიანი აქციისთვის ემზადებიან

15 თებერვალს 18:00 საათზე თბილისში ფართომასშტაბიანი აქციისთვის ემზადებიან – ამ თემაზე “სამოქალაქო საზოგადოების” ფონდის ოფისში დამკვირვებელების ბრიფინგი გაიმართა.
როგორც ბრიფინგზე განაცხადეს, მათი მოთხოვნა უცვლელია, გათავისუფლდნენ პროევროპულ აქციაზე უკანონოდ დაკავებული მოქალაქეები და დაინიშნოს ხელახალი .
არასამთავრობო ორგანიზაცია “პრევენცია პროგრესისთვის“ გამგეობის თავმჯდომარემ ტატო ქელბაქიანის თქმით, უწყვეტი პროტესტი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია და ამ შეკრებით რეჟიმს კიდევ ერთხელ აჩვენებს ხალხი, რომ ბრძოლას აგრძელებს.
ყველამ კარგად იცით, რომ საქართველოში არის ოლიგარქის ავტორიტარული მმართველობა, თუმცა ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები, კანონმდებლობა და შეზღუდვები არის პირდაპირი ნაბიჯი რუსული დიქტატურის ჩამოყალიბებისკენ. ეს იქნება უფრო მძიმე რეჟიმი, როდესაც დაპატიმრებები, აღარ იარსებებს შეკრებისა და გამოხატვის უფლება და ფაქტობრივად ქვეყანაში შეიზღუდება სიტყვის გამოხატვა, მედია შეიზღუდება. ქვეყანა საბოლოოდ ჩამოშორდება ევროპულ გზას და გადაიქცევა ს კოლონიად. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ჩვენი უწყვეტი პროტესტი გაგრძელდეს და გავაკეთოთ ძალიან დიდი შეკრება, რომელსაც ჩვენ ვგეგმავთ 15 თებერვალს 18:00 საათზე ევროპის მოედანზე. კიდევ ერთხელ გვინდა ვაჩვენოთ, როგორ მოქალაქეებს ასევე ამ რეჟიმს და საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ქართული საზოგადოება ბრძოლას აგრძელებს და ეს ბრძოლა არ გაჩერდება, სანამ არ იქნება მიღწეული შედეგი, როგორიც არის ახალი არჩევანი და უკანონოდ დაკავებული პირების გათავისუფლება. ამიტომ ყველას მოგიწოდებთ, მობრძანდეთ შაბათს 15 თებერვალს ევროპის მოედანზე”, – განაცხადა ტატო ქელბაქიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა