15 დეკემბერს კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება ერთადერთია, რომელმაც ევროკავშირის გზაზე ყველაზე მეტი ხელშესახები შედეგების მოტანა შეძლო –

15 დეკემბერს კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება ქვეყნის უახლეს ისტორიაში არის ერთადერთი ხელისუფლება, რომელმაც შეძლო ევროპისა და ევროკავშირის გზაზე, ქართველი ერისთვის ყველაზე მეტი ხელშესახები შედეგის დადება, – აცხადებს კულტურის მინისტრი.
თეა წულუკიანის თქმით, ხელისუფლება გააგრძელებს ამ გზაზე სიარულს როგორც პროდასავლური პოლიტიკური ძალა, რომელიც ასრულებს ხალხის ნებას.
“ის გადაწყვეტილება, რომელიც უკვე ბრიუსელში იქნა მიღებული, არის მრავალი თაობის ნატვრისა და სულისკვეთების აღსრულება და ეს არის უმნიშვნელოვანესი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ 15 დეკემბერს ეს გადაწყვეტილება საბოლოო ფორმას აუცილებლად მიიღებს.
ჩვენც გვაქვს ამის საფუძვლიანი რწმენა და კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში არის ერთადერთი ხელისუფლება, რომელმაც შეძლო ევროპისა და ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ქართველი ერისთვის ყველაზე მეტი ხელშესახები შედეგის დადება.
ეს გახლდათ ასოცირების შეთანხმება, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და ახლა ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება სტატუსთან დაკავშირებით.
ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ამ გზაზე სიარულს, როგორც პროდასავლური პოლიტიკური ძალა, რომელიც აღასრულებს საკუთარი ერის ნებას და ეს ნება ყოველთვის ისტორიულად ეკუთვნოდა ევროპულ არჩევანს”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში