15 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დღეს შესაძლოა კოლეგებთან საქმიანი თემების განხილვამ ახალ დასკვნებამდე მიგიყვანოთ და მათთან ერთად საერთო გეგმაც შეიმუშაოთ. მტკიცედ ჩამოაყალიბეთ თქვენი აზრი, პოზიცია და ისე იმოქმედეთ.
კურო
ყურადღება მიაქციეთ ყოველ დეტალსა თუ წვრილმანს, დინჯად და გააზრებით მოეკიდეთ მცირე ხარვეზებს და აკონტროლეთ მიმდინარე მოვლენები.
ტყუპები
გამოიჩონეთ ძალისხმევა და აღადგინეთ ბალანსი, იმუშავეთ თავდაჯერებულობაზე და ეცადეთ მიიღოთ ნებისმიერი არსებული სიტუაცია, რათა იმოქმედოთ სწორად და ეფექტურად.
კირჩხიბი
შექმნილი გარემოება ნათლად დაგანახვებთ თქვენი პროექტებისა და გეგმების ნაკლოვანებებს. შესაძლოა ეს თქვენი ზედმეტი ნდობითაც იყოს გამოწვეული. უსმინეთ ახლობელთა რჩევას.
ლომი
მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას და ენერგიის აღდგენას, სასიკეთოა ფიზიკური გამაჯანსაღებელი ვარჯიშების დაწყება. ისეირნეთ, მეტი დრო დაყავით სუფთა ჰაერზე.
ქალწული
იზრდება თქვენი ინტერესების სფერო, ფართოვდება სამეგობრო წრე, შესაძლოა გარკვეული თანხები დაგჭირდეთ იმიჯის შეცვლისა თუ გარდერობის განახლებისთვის.
სასწორი
სასურველია ბუნებაში გაისეირნოთ, მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი ფინანსური დანახარჯები. არ არის გამორიცხული დანაკარგებიც. შეამცირეთ საკომუნიკაციო წრე.
მორიელი
იზრუნეთ საკუთარ ემოციურ მდგომარეობასა და ჯანმრთელობაზე. დრო დაუთმეთ ძალების აღდგენასა და დასვენებას. კარგია ბუნებასთან კონტაქტი და ძილი.
მშვილდოსანი
ახლა ჯობია დასვენების დღეები საკუთარ თავს მიუძღვნათ, დაივიწყეთ დროებით ყოფითი და საქმიანი ურთიერთობები, მოიკრიბეთ ძალები, განიტვირთეთ, მხიარული გარემო და გართობა ნამდვილად დიდი ენერგიითა და მუხტით აგავსებთ.
თხის რქა
თქვენ მოახერხებთ საკუთარი განწყობიდანაც კი მიიღოთ სარგებელი. ირგვლივ მყოფნი დღეს თქვენზე იქნებიან დამოკიდებული, ამიტომ იყავით შემართებით, გამოიჩინეთ აქტიურობა და ინიციატივა.
მერწყული
თუ თანმიმდევრულად და გონივრულად იმოქმედებთ, ყველაფერს იოლად მოაგვარებთ, მიუხედავად თქვენი მძაფრი, კრიტიკული სიტყვებისა და ქმედებებისა.
თევზები
შესაძლოა ისეთი საქმის გაკეთება დაგავალონ, რომელიც თქვენთვის უცხოა და არ გაქვთ მსგავს სფეროში გამოცდილება. ნუ შეშინდებით, მართალია დიდი ძალისხმევით, მაგრამ ყველაფერს წარმატებით გაართმევთ თავს.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?