14 000-ზე მეტი მონაწილე: საქართველოს ბანკი ევერესტის ოლიმპიადის გენერალური სპონსორია

საქართველოში ყველაზე მასშტაბურ ევერესტის მათემატიკის ოლიმპიადაზე წელს 14 000-ზე მეტი მონაწილე დარეგისტრირდა. პროექტის გენერალური სპონსორი საქართველოს ბანკია“.

მათემატიკის ოლიმპიადის ტესტი II, III, IV, V და VI კლასის 12 000-ზე მეტმა მოსწავლემ დაწერა.

ოლიმპიადა სამტურიანია:

  • შესარჩევი ტურიდან ნახევარფინალში ოლიმპიადის ის მონაწილეები გადავლენ, რომლებიც დააგროვებენ არაუმცირეს 30 ქულას;
  • ნახევარფინალში, თითოეული კლასიდან (II, III, IV, V და VI კლასი) გამოვლინდება საუკეთესო შედეგის მქონე 500 მოსწავლე, რომლებიც ფინალში იასპარეზებენ;
  • ფინალურ ტურში კი გამოვლინდება II, III, IV, V და VI კლასის საუკეთესო შედეგის მქონე 10-10 გამარჯვებული.

აღსანიშნავია, რომ მიღწეული წარმატებისთვის ყველა ფინალისტი მიიღებს ევერესტის სიგელს. I, II და III ადგილის მფლობელები კი მიიღებენ დიპლომს და სპეციალურ პრიზებს.

ოქროს ტურზე რეგისტრაცია კვლავ მიმდინარეობს. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.

ინფორმაციისთვისახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნითსაქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტიასწორედ ამიტომბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარსრითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვისსტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობასბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებსროგორებიც არისსაქართველოს ბანკის სტიპენდიებიგიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდიადიდ ბრიტანეთშისა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსებაიდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტისაქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლასაქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადაეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადაევერესტიამასთანსაჯარო მეტყველების კონკურსიდა სხვა.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს csr.bog.ge