“14 წლის ასაკში პირველ ჩვენებაზე გამოვედი და ეს გრძნობა არ დამავიწყდება” – რას წერს ნანუკა გოგიჩაიშვილი – Marao

“14 წლის ასაკში პირველ ჩვენებაზე გამოვედი და ეს გრძნობა არ დამავიწყდება” – რას წერს ნანუკა გოგიჩაიშვილი – Marao
ნათია ბანძელაძისა და გიორგი გოგიჩაიშვილის ქალიშვილი ნანუკა გოგიჩაიშვილი ბავშვობიდან ხშირად ჩანს ტელეეკრანებზე. მას წარმატებული სამოდელო კარიერა ჰქონდა, ახლა კი მთლიანად ოჯახზეა კონცენტრირებული. მან რამდენიმე წლის წინ ბიზნესმენ ნიკოლოზ ნაყოფიაზე იქორწინა და წყვილს უკვე ორი შვილი, აივი-ნიკოლი და ავა ჰყავს. ნანუკა ოჯახთან ერთად -ში ცხოვრობს და რჩევებს თავის მოვლასთან, ორსულობასა და დედობასთან დაკავშირებით გამომწერებს ხშირად უზიარებს.
“რომ მგონია, 13-საათიანი სამუშაო დღე დასასრულს მიუახლოვდა, დავისვენებ, საჭმლის მომზადება-ჭამა-დაბანა-დაძინება-გამოცვლა-ბავშვების გართობა-დევნა-ზრუნვა უსაფრთხოებაზე (პს: რომელიც 24-საათიანია) და წამოვწვები, მინიმუმ ფიზიკურად გათიშვამდე (დაძინებამდე), 40 წთ-1 საათი მაინც მექნება საკუთარ თავთან მარტო ყოფნის ფუფუნება. იღვიძებს 2 -დან ხშირ შემთხვევაში პატარა, რომელმაც ზუსტად იცის, რომ მთელი დღე კარგად ქცევის, დედასთან ანგარიშგაწევის სანაცვლოდ სწორედ ახლა დადგა მისი კუთვნილი დრო, ის დრო, როცა თავის უფროს დასთან არ მოუწევს დედის გაყოფა. ის 40 წუთი ზემოხსენებული, აი, საკუთარი თავისთვის რომ გამოვყავი, მისთვის ყველაზე ტკბილია. ავა ამ დროს დედიკოსთან ხელებში მარტო რჩება, ან უბრალოდ იმ 40 წუთს სიმშვიდეში დედას გვერდზე გაატარებს.
ნამდვილად საკუთარი არჩევანი იყო აივის და ავას დაბადების წამიდან მათი თავად აღზრდა. იცის ყველა დედამ, დამხმარით თუ მარტო მყოფმა, რამხელა ფიზიკური თუ მენტალური რესურსი სჭირდება ბავშვის გაზრდას და კიდევ უფრო მეტი – აღზრდას… და მაინც, რა არის ბედნიერება? რა არის დედად გამხდარი ქალის მისია? მარტო ქალმა იცის, რა უსაზღვროა ჩვენი შესაძლებლობა. უბრალოდ, ჩვენ 100% ვიცით, როგორია დედის ერთი დღე და კიდევ უფრო კარგად ვიცით, რამხელა რესურსი გვაქვს თვითგანვითარების. მაშინ, როცა ვარ იმ ადგილას, სადაც ჩემი შესაძლებლობები 100% შემიძლია გამოვხატო ყველა დარგში, სწორედ აქ იხარშება და იქმნება ყველაფერი ის, რაც შემდეგ ზიარდება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხე-კუნჭულში. ზუსტად იქ ვარ, სადაც 1 ადამიანზე 10 000 კაცი კიდევ უფრო ნიჭიერი, კიდევ უფრო დიდი გამოცდილების მქონე, უხილავად გებრძვის, თუმცა მაინც, ამ ქვეყანაში ყველასთვის მოიპოვება წარმატებაც და ადგილიც…
· ამჯერად ნანუკა ინსტაგრამზე პოსტს აქვეყნებს და სამოდელო კარიერაში პირველი ნაბიჯების გადადგმა იხსენებს:
“13-14 წლის ვიყავი, როცა ნატალიში შემიყვანეს, სადაც ცეკვას, სიარულს, მეტყველებას და სხვადასხვა რაღაცას ასწავლიდნენ. რეალური მიზეზი კი ის იყო, რომ სიმაღლეში მალე გავიზარდე და მოხრილი დავდიოდი. აქ კიდე სწორად სიარულს ასწავლიდნენ. მალე, 14 წლის ასაკში პირველ ჩვენებაზე გამოვედი და ეს გრძნობა არ დამავიწყდება. პირველი ხელფასი, რაც მაშინ საკმაოდ დიდი თანხა იყო 14 წლის ბავშვისთვის…” – წერს ნანუკა გოგიჩაიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ