14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში ბრალდებულმა საქმის ნაფიცი მსაჯულების მიერ განხილვაზე უარი განაცხადა

14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში ბრალდებულმა საქმის ნაფიცი მსაჯულების მიერ განხილვაზე უარი განაცხადა.
იმის გათვალისწინებით, რომ საქმის ერთ-ერთი ეპიზოდი სქესობრივ დანაშაულს ეხება, პროკურატურის შუამდგომლობით სხდომა დახურულია.
საქმე ეხება 14 წლის მოზარდს, აითაჯ შახმაროვას, რომელიც, გამოძიების ინფორმაციით, სოფელ ლამბალოში 6 ოქტომბერს მოკლა კაცმა, რომელმაც რამდენიმე თვით ადრე იძულებითი ქორწინების მიზნით მოიტაცა.