გახმაურებული საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. სასამართლოში დღეს პირველი სხდომა გაიმართა სადაც პროკურატურამ ახალი მტკიცებლებები წარადგინა მოკლული 14 წლის აითაჯის დედისა და ბიძის წინააღმდეგ. სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობით საქმის მასალებს დაემატა სატელეფონო ზარების ამონაწერი, რომლითაც შოთაძის უწყება ამტკიცებს, რომ არაერთი თხოვნის მიუხედავად, ოჯახის წევრებმა მოზარდი მოძალადე საქმროსთან იძულებით დატოვეს, რაც ტრაგედიით დასრაულდა. საბრალდებო სკამზე მყოფმა მოკლული გოგონას დედამ დღეს დუმილის უფლებით ისარგებლა , მისი ადვოკატი კი მაგარამოვას მიერ გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებასა და მის უდანაშაულობას ამტკიცებს.
