14 ქართული საკვები, რომელსაც ყველაზე ცუდი შეფასება აქვს – TasteAtlas-ის რეიტინგი

TasteAtlas-მა ყველაზე ცუდი შეფასების მქონე ქართული საკვების რეიტინგი განაახლა. რეიტინგში მოხვდა 14 სხვადასხვა ტიპის საკვები, რომელთა შეფასებაც 3-დან 3.9-მდე მერყეობს. მონაცემები დაფუძნებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები 3477 მომხმარებლის შეფასებაზე.
აღნიშნული მონაცემების თანახმად, ყველაზე ცუდი რეიტინგი ხაშს აქვს. უფრო კონკრეტულად, 5 ბალიანი შეფასების სისტემიდან კერძმა მხოლოდ 3 ვარსკვლავი დაიმსახურა. რეიტინგში შესული 14 საკვები და მათ მიერ მიღებული ვარსკვლავების რაოდენობა ასე გამოყურება:
· ხაში – 3 ვარსკვლავი;
· ფელამუში – 3.3 ვარსკვლავი;
· მჭადი – 3.5 ვარსკვლავი;
· მუჟუჟი – 3.5 ვარსკვლავი;
· ჩურჩხელა – 3.6 ვარსკვლავი;
· ჭარხლის ფხალი – 3.6 ვარსკვლავი;
· ტყლაპი – 3.7 ვარსკვლავი;
· ღომი – 3.7 ვარსკვლავი;
· ჭვიშტარი – 3.8 ვარსკვლავი;
· ბუღლამა – 3.8 ვარსკვლავი;
· შილა ფლავი – 3.8 ვარსკვლავი;
· აჯაფსანდალი – 3.9 ვარსკვლავი;
· მხლოვანი – 3.9 ვარსკვლავი;
· ქათმის სუპი – 3.9 ვარსკვლავი.
წყარო: bpn.ge