მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო, მესამე ტურში საქართველოს ნაკრებმა მასპინძელ იტალიასთან დასანან ფრეს მიაღწია.
„ბორჯღალოსნებმა“ ამ თამაშამდე აქტივში 2 ქულა ჩაიწერეს. ორივე ირლანდიასთან ბოლოს მოპოვებული ქულებია. დღევანდელ თამაშში კი აუცილებლად ან ბონუს ქულით(მინიმუმ 4 ლელოს დადებით), ან მინიმუმ 16-ქულიანი სხვაობით მოგება გვესაჭიროებოდა, რომ მეხუთე-მერვე ადგილებისთვის საბრძოლ ნახევარფინალში მოვხვედრილიყავით. ეს ვერ შევძელით, მაგრამ ბიჭებმა როგორც იბრძოლეს, ეს ნამდვილად იმსახურებს აღნიშვნას.
ქალაქ კალვიზანოში, „სტადიო სან მიხელზე“ შეხვედრა არეულად დაიწყო: პირველ 10 წუთში ორივე გუნდი უშვებდა შეცდომას. ჩვენების მიერ დაშვებული შეცდომა კი გარდამტეხი აღმოჩნდა: მე-12 წუთზე გუნდის კაპიტანი ანდრო დვალი იტალიელთა მიერ უკვე ჩამოყალიბებულ რაქში შევიდა და უნებლიედ მხრით მეტოქის თავთან კონტაქტი გააკეთა, რის გამოც იაპონელმა მსაჯმა მას წითელი ბარათი უჩვენა!
14 კაცით დარჩენიდან მალევე ლელო გავუშვით: მარჯვენა ფლანგზე ჩათამაშებული ბურთის შემდეგ გარემარბი ფედერიკო ზანანდრეა ვერავინ შეაჩერა. მიუხედავად ამისა, დარჩენილ წუთებში ბიჭებმა მაგრამ იბრძოლეს, მეტწილად მეტოქის ნახევარზე გაატარეს წუთები, შერკინებაშიც დავჯაბნეთ მასპინძლები და 33-ე წუთისკენ მოლიდან ანგარიში ხახუბიას მიერ ჩათვლის მოედანში დადებული ბურთით გავათანაბრეთ. იტალიელებმა ამის მერე შემოგვიტიეს და ოთხიოდე წუთში მათმა რვა ნომერმა ნელსონ კასარტელიმ დაგვალელოვა. იტალიელთა ეს ლელო, წინისაგან განსხვავებით, გარდასახული აღმოჩნდა. 5:12 – პირველი ტაიმი ამ ანგარიშით დასრულდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში შევუტიეთ, ბევრჯერ დავაჯარიმეთ მეტოქე და რიცხობრივი ბალანსის აღდგენის შემდეგ სპანდერაშვილმა დადო ლელო. თაყაიშვილმა გარდასახვით გაათანაბრა. ამის შემდეგ დაცვაშიც და შეტევაშიც დავუშვით შეცდომები, რასაც მასპინძლების მასიური შეტევა მოჰყვა, ერთი პერიოდი 13 კაცითაც კი დავრჩით 15-ის წინააღმდეგ, მაგრამ გარდამტეხი ბოლო 20 წუთის თავში მოვახერხეთ და იტალიელთა შტურმი მოვიგერიეთ.
ამის შემდეგ იტალიასაც გაუძევეს კაცი, რა დროშიც გაჭირვებით ვცდილობდით შეტევის წარმოქმნას და საბოლოოდ, 79-ე წუთზე მიხეილ შიოშვილის პირადი სოლორეიდით ვიხეირეთ: მოიშორა ერთი კაცი და გარშემო მყოფი 5-6 იტალიელი მორაგბიდან ვერცერთმა ვერ შეაჩერა.
უპირატესობა კი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მალევე გავანიავეთ: მე-80 წუთზე საკუთარი რაქიდან დასანანად გამოგვივარდა ბურთი და ლელო გავუშვით, დასანანი იყო, თუმცა ვიდეო რეფერიმ გადახედა მომენტს და იტალიის 11 ნომერი თამაშგარეში ყოფილა! ანგარიში შენარჩუნდა და ჩვენ ლელოზე წავედით! ჯიქურ მთელი სამი წუთი ვუტევდით, მაგრამ ბურთი დავკარგეთ და იტალიაც ჯიუტად წამოვიდა. ერთ მომენტში ლამის ჩავჭერით კიდეც მათი პასი, მაგრამ მალევე რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლეს და ათიანმა ტოდარომ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა…
ვუგულშემატკივროთ ჩვენს ნაკრებს მეცხრე ადგილისთვის ბრძოლაში, რომელიც 14 ივლისიდან დაიწყება!
შემადგენლობები:
საქართველო – შერკინება – 1. ბაჩუკი ბარათაშვილი(აია), 2. მიხეილ ხახუბია(ლელო), 3. მათე ღურწკაია(კასტრი), 4. თემურ წულუკიძე(ოიონა), 5. გაგი მარგველაშვილი(რასინგი), 6. გიორგი არძენაძე(ბათუმი), 7. ანდრო დვალი(პერპინიანი, კაპ.), 8. მიხეილ შიოშვილი(ტულონი) – ხაზი – 9. გიორგი სპანდერაშვილი(შავი ლომი), 10. გიორგი სირბილაძე(ლელო), 11. ტარიელ ბურთიკაშვილი(ვეფხვები), 12. ნუგზარ ქევხიშვილი(ლელო), 13. სანდრო მესხიძე(არმია), 14. ლუკა კეშელავა(არმია), 15. ლუკა თაყაიშვილი(ხვამლი)სათადარიგო: 16. შოთა ხელაძე(ლელო), 17. გიორგი ტურაშვილი(იფსვიჩი), 18. გიორგი მესხიძე(პერპინიანი), 19. ნიკოლოზ ჩხორთოლია(მონპელიე), 20. დავით ბარამია(ტულონი), 21. თემურ ძოძუაშვილი(აია), 22. დათა ახვლედიანი(ლელო), 23. ნიკა აბესაძე(ლელო)
იტალია – შერკინება – 1. საშა მისტრული, 2. ნიკოლო მიკელე კორვასკე, 3. ნიკოლო ბოლონინი, 4. მატია მიდენა, 5. ენოქ ოპოკუ-გიამფი, 6. ჯაკომო მილანო(კაპ.), 7. ანტონი იტალო მირანდა, 8. ნელსონ კასარტელი – ხაზი – 9. ნიკოლა ბენი, 10. რობერტო ფასტი, 11. ფედერიკო ზანანდრეა, 12. რიკარდო კასარინი, 13. ედუარდო ტორადი, 14. ალესანდრო დრაგო, 15. ჯანმარკო პიეტრამალასათადარიგო: 16. ალესიო კაიოლო-სერა, 17. სერჟიო პელიკოლი, 18. ლუკა ტრევისანი, 19. სიმონე ფარდინი, 20. პიერო გრიტი, 21. კარლო ანტონიო ბიანკი, 22. ლუკა როსი, 23. რიკარდო იოანუკი
მთავარი მწვრთნელი: ბერნარდო ტურადი
მსაჯი: კაცუკი ფურუსე(იაპონია)
სპეციალურად საიტისთვის მოამზადა ცოტნე ლომსაძემ
· beeq.777 თუ ირლანდიასთან ურთიერთშეხვედრებით არ დაითვლებოდა და მიღებული გაშვებული ბურთებით მაშინ 19-12 დამთავრების შემთხვევაში მეორე ბადეში გავდიოდით.
· კახა ყოჩაღ ბიჭებს თავდადებულად იბრძოლეს ბოლომდე
20 წ. | ცვლილებებით და როტაციით მასპინძელ იტალიასთან
U20. [VIDEO] სამი ლელო არ გვეყო – საქართველოს ნაკრები ახალ ზელანდიასთან დამარცხდა
20 წ. | ცვლილებებით ახალ ზელანდიასთან
გელა აფრასიძე: ჩვენ საქართველო ვართ და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ
