14 ივნისიდან სამგზავრო მატარებელი ერევანი-ბათუმი-ერევანის მიმართულებით იმოძრავებს – „საქართველოს რკინიგზა“

ერევანი – – ერევანის სამგზავრო მატარებელი 14 ივნისიდან განახლდება – აღნიშნული მატარებლის მიმოსვლის შესახებ სს „საქართველოს რკინიგზამ“ ხელი მოაწერა შეთანხმებას სს „სამხრეთ კავკასიის რკინიგზასთან“ – ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.
„შეთანხმება ერევანში გამართულ შეხვედრაზე შედგა რომლის თანახმად, მეზობელ ქვეყნებს შორის სამგზავრო მატარებლების რეისები დღეგამოშვებით, საქართველოში ზღვის საკურორტო სეზონის შესაბამისად 1 ოქტომბრამდე შესრულდება.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ურთიერთთანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.