14 ადამიანი დაიღუპა სერბეთში სადგურზე ბეტონის ჭერის ჩამონგრევის შედეგად

14 ადამიანი დაიღუპა სერბეთის ქალაქ ნოვი-სადში, რკინიგზის სადგურზე ბეტონის გადახურვის ჩამონგრევის შედეგად. ინფორმაციას ქვეყნის პრეზიდენტი, ალექსანდარ ვუჩიჩი ავრცელებს.
„იმედი გვაქვს, რომ მსხვერპლის რაოდენობა არ გაიზრდება – დაიღუპა 14 ადამიანი. მათგან ვერ ამოვიცანით – ხუთი“, – განაცხადა პრეზიდენტმა ტრაგედიიდან რამდენიმე საათში.
2 ნოემბერი სერბეთში გლოვის დღედ გამოცხადდა.
ბეტონის გადახურვა პირველ ნოემბერს, შუადღისთვის ჩამოინგრა. ის სადგურის შენობასთან, სკამებზე მომლოდინე ხალხს დაეცა.
შენობას რეკონსტრუქცია 2021 წელს ჩაუტარდა და განახლებული შენობა 2024 წლის 5 ივლისს გაიხსნა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…