14 ადამიანი დაიღუპა ოდესაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად

14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ოდესაზე ს სარაკეტო თავდასხმას. ამის შესახებ ოდესის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ კიპერმა ტელეგრამის არხზე დაწერა
მისი სიტყვებით, დაღუპულებს შორის ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად არიან აფეთქების შემდეგ შემთხვევის ადგილზე მისული სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედპერსონალი და საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები. მედიკოსებსა და მაშველებს შორის არიან მძიმედ დაჭრილებიც. დაშავებულთა საერთო რაოდენობა დგინდება, ყველა მათგანს უტარდება საჭირო სამედიცინო დახმარება.
უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, დაშავებულია სულ ცოტა 20 ადამიანი.
სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანდა 10 სახლი, ტექნიკური მომსახურების სადგური, გაზსადენი და სახანძრო-სამაშველო ავტომობილები. ადგილზე გაზსადენი მილის აფეთქების შედეგად გამოწვეული ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
რუსეთის სამხედრო ძალებმა ზე 15 მარტს, გამთენიისას, დრონებით და რაკეტებით მორიგი იერიში მიიტანეს. მსხვერპლი იყო ვინიცის ოლქში.
შაბათს ოდესის ოლქში გლოვის დღე გამოცხადდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია: მინდა რომ მოვუწოდო ყველას ოპოზიციაში – დღეს არის ერთიანობის, ართანამშრომლობის, არაღიარების, ერთად ბრძოლის დრო. ერთადერთი რისიც რეჟიმს ეშინია, ეს არის პრინციპულობა და ერთად დგომა

მარკო რუბიო ჰორმუზის სრუტის დახურვის გეგმაზე – მოვუწოდებ ჩინეთს, დაუკავშირდნენ ირანს ამასთან დაკავშირებით, რადგან ისინი მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებულები ჰორმუზის სრუტეზე ნავთობის კუთხით

თეა წულუკიანი – დამრჩენია განცდა, ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო „ნაცმოძრაობა“ და ჩემს მაგივრად მაგიდასთან მჯდარიყო მწვალებელი ზურა ადეიშვილი, შესაძლოა, უფრო მალე მიეცათ უვიზო რეჟიმი და არ ეკითხათ, ციხეში, რა ხდება