14 აგვისტოს თბილისი(გლდანი)-თიანეთის გზის ცალკეულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი(გლდანი)-თიანეთის საავტომობილო გზის კმ21-კმ22 მონაკვეთზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის გამო, 2024 წლის 14 აგვისტოს 02:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე დროებით შეიზღუდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

გზების დეპარტამენტის ინფორმაციითვე, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება -ს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფების პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ასევე დაგაინტერესებთ

„ქართული ოცნების“ ლიდერების სანქცირება და NGO-ების მხრიდან ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მოთხოვნა – მაკკეინის ინსტიტუტმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ შეფასება გამოაქვეყნა