133 მლნ ლარი შვიდ თვეში – რა თანხა შედის ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან

2024 წლის იანვარ-ივლისში ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან და ასევე აზარტული თამაშების მოწყობის ნებართვიდან ჯამში 133 146 984 ლარი შევიდა.
ბიუჯეტის შესრულების 7 თვის ანგარიშის თანახმად, აზარტული თამაშების სექტორის მიერ გადახდილი მოსაკრებლები წინა წელთან შედარებით 30%-ით, ანუ 31 მილიონი ლარით არის გაზრდილი.
მიღებული საბიუჯეტო შემოსავალი ასე ნაწილდება:
· სათამაშო აპარატების სალონის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს და წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვა – 54 880 009 ლარი;
· სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი – 78 266 975 ლარი;
· სათამაშო აპარატებიდან – 34 007 319 ლარი;
· წამახალისებელი გათამაშებიდან – 3 387 490 ლარი;
· სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული ტოტალიზატორის თამაშობებიდან – 8 324 933 ლარი;
· სხვა არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი – 32 547 223 ლარი;
· კლუბის მაგიდიდან – 1 369 180 ლარი;
· სამორინეს მაგიდიდან – 31 087 332 ლარი;
· აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სალარო – 80 009 ლარი;
· სხვა დანარჩენი არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი – 10 702 ლარი.