13-15 თებერვალს იმართება მიუნხენის უსაფრთხოების 62-ე კონფერენცია

გერმანიაში, ბავარიის დედაქალაქში 13 თებერვალს ნასადილევს გაიხსნება მიუნხენის უსაფრთხოების 62-ე კონფერენცია, რომელსაც მსოფლიოს 50-მდე სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური დაესწრება.
კონფერენციაზე მიწვეული არიან ასევე მსოფლიოს ასი ქვეყნის საგარეო, ასევე თავდაცვის მინისტრები, სულ ათასამდე სტუმარი 120 ქვეყნიდან.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს -ის დელეგაცია, რომელსაც -ის სახელმწიფო
მდივანი მარკო რუბიო მეთაურობს. რუბიო მიუნხეში, ამერიკელი კონგრესმენების დიდი ჯგუფთან ერთად ერთად, 13 თებერვალს ჩავა.
მოელიან, რომ ევროპაზე ზეწოლა შენარჩუნდება, თუმცა რუბიოს ტონი ნაკლებად კონფრონტაციული იქნება გასულ წელთან შედარებით.

13 და 14 თებერვალს მიუნხენში რუბიო, სავარაუდოდ, გააგრძელებს ზეწოლას იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპამ გაიზიაროს ტვირთი, განსაკუთრებით საერთო თავდაცვის საკითხებში.
დღის წესრიგში იქნება ტრანსატლანტიკური ერთიანობის მდგრადობა, ირანი, სირია, აშშ-ის უსაფრთხოების ქოლგა და ომი უკრაინაში, ასევე მოსკოვთან კავშირები.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, რომელიც გერმანიაში ვიზიტს იწყებს, განაცხადა, რომ იმედოვნებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებების განახლებას.
ამ ეტაპზე, ასეთი მოლაპარაკებები მხოლოდ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის იმართება. მიუნხენში მოეწყობა არაერთი ორმხრივი შეხვედრა სხვადასხვა ქვეყნების მეთაურებს შორის.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მიწვეულია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი.

მიუნხენის შეხვედრები გაიმართება სულ რამდენიმე დღით ადრე, სანამ ტრამპი 19 თებერვალს ვაშინგტონში თავისი ე.წ. „მშვიდობის საბჭოს“ საინაუგურაციო სესიას მოიწვევს.

თავდაპირველად ტრამპმა საბჭო ომისშემდგომი ღაზის მართვისთვის შექმნა, თუმცა ახლა, როგორც ჩანს, მისი მოქმედების არეალი შესაძლოა პალესტინის ტერიტორიას გასცდეს.

რუბიო მიუნხენიდან სლოვაკეთში, შემდეგ კი უნგრეთში გაემგზავრება. ორივეს ნაციონალისტი ლიდერები მართავენ, რომლებმაც ტრამპის მხარდაჭერა დაიმსახურეს.
გერმანია კონფერენციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დაახლოებით 5000 პოლიციელს განათავსებს, მათ შორის გაძლიერებულ ძალებს
მეზობელი ქვეყნებიდან.

კონფერენციის დღეებში მიუნხენში სულ 21 დემონსტრაცია, მათ შორის ირანის ოპოზიციის სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლებისა.

ღონისძიების დროს მიუნხენის საჰაერო სივრცე დაიხურება თვითმფრინავებისთვის, მათ შორის დრონებისთვის, სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აშშ-ის კონგრესის დაახლოებით 50 წევრთან ერთად იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი: პარტიას ვეღარ შევქმნი, ჩემთვის ეს დრო დასრულებულია, ახლა ჩემი როლი სხვა არის, რაც შეეხება დებატებს, არ არსებობს იმის ვარიანტი, ერთსაათიან დებატში პრემიერთან რამეს მიაღწიო, ეს არის ფიგურული სრიალი