13-14 დეკემბერს, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, ფოტოგრაფ ანა გოგუაძის ფოტოგამოფენა – „რატომ ევროპა?“ გაიმართება

13-14 დეკემბერს ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (MoMA Tbilisi) ჩატარდება ფოტოგრაფ ანა გოგუაძის ფოტოგამოფენა – “რატომ ევროპა?”
სულ რამოდენიმე დღე რჩება კანდიდატის სტატუსის მიღებამდე, ფონდი “კეტტარი” წარმოგიდგენთ პროექტს, რომელიც ერთგვარი გზავნილია მსოფლიოსთვის, თუ რატომ ვირჩევთ ევროპას, რა ღირებულებები, ქმედებები და ესთეტიკა გვხიბლავს.
“რატომ ევროპა?”
რამდენიმე წელია ფოტოგრაფი ანა გოგუაძე ევროპის ქვეყნებში ეტლით მოგზაურობს და ქმნის ფოტოების სერიას, რომელიც გვიყვება ევროპის სხვადასხვა ქალაქში მცხოვრები ადამიანების ყოველდღიურობაზე.
თითოეული ფოტო გვაჩვენებს რამდენად ახლობელი, ნაცნობი და უშუალოა ევროპა და ევროპელები, რომელსაც, სამწუხაროდ, ხშირად ასე გაუცხოვებულად წარმოგვიდგენენ. ანას ფოტოებში კარგად ჩანს ევროპელი ადამიანების დამოკიდებულება ერთმანეთთან, გარემოსთან, ქალაქთან, სადაც ისინი ცხოვრობენ. ფოტოსესიის ერთ-ერთი მთავარი და განსაკუთრებული მხარეა ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: ავტორი ყველა ფოტოს ერთი რაკურსიდან, ეტლიდან იღებს, რაც ფოტოებს კიდევ უფრო განსაკუთრებულ დატვირთვას აძლევს.
ფოტოგამოფენაზე ნახავთ ერთმანეთისგან განსხვავებულ, თუმცა საერთო ღირებულებების მქონე ქალაქების და ადამიანების ცხოვრებას – პარიზიდინ, სტოკჰოლმიდან, ბერლინიდან, ამსტერდამიდან, ვენიდან, რომიდან, სტრასბურგიდან, ბრიუსელიდან და მადრიდიდან.
გამოფენის მხარდმაჭერები არიან:
• ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში
• ფონდი კეტარი
• ევროინტეგრაციის მხარდამჭერი საინფორმაციო კამპანია „ახლა“
• რომელსაც USAID-ის მხარდაჭერით ახორციელებს კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის
თარიღი: 13.12.2023
დრო: 18:30
მისამართი: ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი( MOMA), რუსთაველი #27

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ მიქელაძე: მე, ისევე როგორც სხვებს, მჯერა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ადგილს დაიკავებს ის ეპისკოპოსი, რომელიც ილია მეორემ, ჩემმა პატრიარქმა საკუთარი გზის გამგრძელებლად შერაცხა

თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: გეყოთ იმის სითამამე თქვათ, რომ თქვენი პროექტის მიხედვით, “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას – ეს იმ კამპანიიდან არის, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომ ცდილობდა “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის რომანტიზებას