13-14 აპრილს „ევროპის უნივერსიტეტში” არქეოლოგიის II საერთაშორისო სამეცნიერო სესია გაიმართება

13-14 აპრილს “ევროპის უნივერსიტეტში” არქეოლოგიის II საერთაშორისო სამეცნიერო სესია გაიმართება, რომელზეც არქეოლოგიური ექსპედიციების საველე კვლევა-ძიების უახლესი ანგარიშები იქნება წარმოდგენილი. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპის უნივერსიტეტი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, სესიის ორგანიზატორები არიან “ევროპის უნივერსიტეტის” აკადემიკოს ანდრია აფაქიძის სახელობის არქეოლოგიის ინსტიტუტი და უნივერსიტეტის ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმი.
„ღონისძიება გამოჩენილი ქართველი არქეოლოგის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის აკადემიკოს ანდრია აფაქიძის დაბადებიდან 110 წლისთავს ეძღვნება და მასში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი (თბილისის, ქუთაისის, ს, ბორჯომის სამეცნიერო ცენტრებიდან), ასევე უცხოელი არქეოლოგები (ავსტრიიდან, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან, იტალიიდან, სომხეთიდან)“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებით თერაპიაზე – ყველა ბენეფიციარმა, ვინც მოგვმართა, ნორმალურ პირობებში მიიღო სერვისი – ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რაც მეტყველებს, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა

„ნაციონალური მოძრაობა“ – სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა იმ წევრს, რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – ანტიკორუფციული ბიურო დღეს „ქართული ოცნების” კორუფციის მთავარ მცველად არის ქცეული – ხელისუფლებიდან ივანიშვილის ბანდის განდევნის შემდეგ გავაუქმებთ ქვეყნისა წინააღმდეგ მიმართულ ყველა საკანონმდებლო ნორმას