13 წლის ამერიკელმა უილის გიბსონმა 1985 წელს შექმნილი თამაში Tetris-ი „დახურა“.
გიბსონი მოქმედებებს იმდენად სწრაფად ასრულებდა, რომ თამაშის დროს უმაღლეს ქულას მიაღწია და სისტემა მწყობრიდან გამოვიდა. აქამდე ამის გაკეთება მხოლოდ ხელოვნურმა ინტელექტმა შეძლო.
Tetris-ის შემქმნელებს ეს შეუძლებლად მიაჩნდათ და ფიქრობდნენ, რომ თამაში უსასრულოდ უნდა გაგრძელებულიყო
კოგნიტიური მეცნიერების პროფესორის ტომ სტეფორდის თქმით, 13 წლის ბიჭის ეს მიღწევა მეტყველებს იმაზე, თუ როგორ იცვლება ადამიანის შესაძლებლობების საზღვრები ციფრულ ეპოქაში.
„თითებს ვეღარ ვგრძნობ” ეს იყო მისი პირველი კომენტარი ეკრანზე სარეკორდო 999999 ანგარიშის დაფიქსირების შემდეგ. მას ისტორიული მიღწევისთვის 38 წუთი დასჭირდა.
ვიდეოთამაში 1985 წელს საბჭოთა ინჟინერმა ალექსეი პაჯიტნოვმა შექმნა. იგი რამდენიმე კომპანიამ სხვადასხვა პლატფორმაზე გამოაქვეყნა. 1996 წლამდე მასზე უფლებები იაპონურ კომპანია Nintendo-ს ჰქონდა, შემდეგ კი პაჯიტნოვს დაუბრუნდა, რომელმაც ჰენკ როჯერსთან ერთად Tetris Company დააფუძნა.
