საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, 13 წლის გაუპატიურებაში ბრალდებულ ბიძას გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 2-თვიანი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.
სასამართლო სხდომა მედიისთვის დახურული იყო, რადგან საქმე არასრულწლოვანს ეხებოდა.
შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 18 იანვარს, გურჯაანის რაიონის სოფელ ჯიმითში მდებარე ფერმის ტერიტორიაზე, ბრალდებულმა 13 წლის არასრულწლოვანი გააუპატიურა.
მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მომხდარის გამო, გაუპატიურებაში ბრალდებული მამაკაცი არასრულწლოვანი გოგოს ბიძამ დაჭრა. ის სამართალდამცველებმა დააკავეს.
