ქარელის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი ვახტანგ თურქაძე ქარელის მერს მიმართავს თხოვნით, რომ მომღერალ სოფო ბედიასთვის ბიუჯეტიდან გამოიყოს 5 102 ლარი და 4 თეთრი.
„ბატონო ზაზა, გთხოვთ, მომღერალ სოფიო ბედიას დასაფინანსებელი თანხა 5 102,04 ლარი (ხუთი ათას ას ორი ლარი და 4 თეთრი) გამოგვიყოთ ახალგაზრდული პროგრამის მე-5 მუხლიდან,“ – წერია თურქაძის მიმართვაში, რომელიც ქარელის მერს, ზაზა გულიაშვილს ეძღვნება.
შემჭიდროვებული ვადის გამო, ქარელის მერს ნებართვა შესყიდვების სააგენტოსგან სჭირდება. ამიტომ, 2025 წლის 4 სექტემბერს ქარელის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების დაწესებულებების გაერთიანებამ შესყიდვების სააგენტოსაც მიმართა, რათა გადაუდებელი აუცილებლობის გამო მერს მიეცეს ნებართვა თანხის გამოყოფაზე. სააგენტო 9 სექტემბერს იმსჯელებს.
როგორც ირკვევა, 13 სექტემბერს ქარელში იმართება „ქარელის დღე“.