$13 მილიარდის გარიგება – არაბულმა ენერგეტიკულმა კომპანიამ გერმანული ქიმიური მწარმოებლის საკონტროლო პაკეტი იყიდა

არაბეთის გაერთიანებული საამიროების ენერგეტიკულმა კომპანიამ Abu Dhabi National Oil Co-მ (ADNOC) მიაღწია შეთანხმებას გერმანული ქიმიური მწარმოებლის Covestro AG-ის საკონტროლო პაკეტის 13 მილიარდ დოლარად შესყიდვის შესახებ, იტყობინება Bloomberg.
გარიგება იქნება ADNOC-ის უმსხვილესი შენაძენი და მისცემს მას კონტროლს მსხვილ ევროპულ ინდუსტრიულ კომპანიაზე. Covestro არის მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი პოლიმერული მწარმოებელი.
ADNOC ახლა იყენებს ნავთობის შემოსავლებს თავისი ოპერაციების გაფართოებისთვის. ბოლო თვეებში მან შეიძინა წილები გაზის პროექტებში შეერთებულ შტატებსა და მოზამბიკში. გერმანული Covestro-ს შეძენა აბუ დაბის კომპანიას პლასტმასის წარმოების ბაზარზე შესვლის საშუალებას მისცემს.
ტრანზაქციის ფარგლებში, ADNOC-ი 1,2 მილიარდ ევროს განახორციელებს Covestro-ს კაპიტალში. სამომავლოდ, არაბეთის გაერთიანებული საამიროების კომპანია გეგმავს გაზარდოს თავისი წილები Covestro-ში, მინორიტარი აქციონერების განდევნით.

ასევე დაგაინტერესებთ