13-მა ბანკმა 10 თვეში 2.6 მილიარდი ლარის მოგება მიიღო, 4 კი ზარალზეა

საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა 2024 წლის 10 თვის განმავლობაში 2.6 მილიარდი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 304 მილიონი ლარით, ანუ 13%-ით მეტია. ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.
ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი ფინანსური მაჩვენებლების თანახმად, წმინდა მოგების მხრივ პირველ ადგილზეა ““, რომელმაც 2024 წლის 10 თვეში 1.26 მილიარდი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავა, მეორე პოზიციას 985 მილიონი ლარით “” იკავებს, მესამეზე კი “ლიბერთია” 95 მილიონი ლარის მოგების მაჩვენებლით.
სტატისტიკის თანახმად, 4 კომერციული ბანკი მოგების ნაცვლად ზარალზეა, მათ შორის ყველაზე დიდი – 9.9 მილიონი ლარის ზარალი განიცადა “სილქ ბანკმა”, ასევე ზარალზე არიან “ჰეშ ბანკი” 3.8 მილიონი ლარით, “პეისერა” 1 მილიონი ლარით და “პეივბანკი” 700 ათასი ლარით.
bm.ge