13 მაისის დილას პარლამენტთან აქციაზე 20 ადამიანი დააკავეს

პოლიციამ დღეს, 13 მაისის დილით, პარლამენტთან აქციაზე 20 ადამიანი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მოქალაქეები დააკავეს წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის.
დაკავებულთა შორის ორი -ის მოქალაქეა, ერთი კი – ს.
„აქციის მონაწილეთა ნაწილმა არ გაითვალისწინა პოლიციის კანონიერი მოთხოვნა“, – წერია -ს განცხადებაში.
დაკავებულთა შესახებ შსს-მ ინფორმაცია გაავრცელა პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ. დეპუტატებს მესამე მოსმენით საკითხის განსახილველად და მხარდასაჭერად 67 წამი დასჭირდათ – სხდომაზე შესვლა ვერ მოასწრო ოპოზიციამ.
უფრო ადრე პოლიციამ პარლამენტის მიმდებარე ქუჩები მოქალაქეებისთვის გადაკეტა, ხოლო ჩიტაძის ქუჩა მშვიდობიანი დემონსტრანტებისგან გაათავისუფლა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატები ავტომანქანებით შევიდნენ უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ეზოში. მათი გამოჩენისთანავე ისმოდა აქციის მონაწილეების შეძახილი: „მონებო! მონებო!“
პარლამენტის თავმჯდომარის, ს განცხადებით, „აგენტების კანონს“ პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით 14 მაისს განიხილავენ.
კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღების შემთხვევაში, თუკი მას პრეზიდენტი ვეტოს დაადებს, კონსტიტუციით განსაზღვრული არ არის, პარლამენტმა რამდენ ხანში უნდა განიხილოს პრეზიდენტის მიერ დაბრუნებული მოტივირებული შენიშვნები. პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას კი პარლამენტში ზუსტად იმდენი ხმა სჭირდება, რამდენიც კანონპროექტის მიღებას.
ფორუმი