13 ივნისს, პარლამენტი „მინისტრის საათის“ ფარგლებში გიორგი ამილახვარს მოუსმენს

13 ივნისს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათი“ გაიმართება, რომლის ფარგლებში განათლებისა და მეცნიერების მინისტრს გიორგი ამილახვარს მოუსმენენ.
ამილახვრის მოსმენა მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგში ასახულია.
განათლების მინისტრი პარლამენტის სხდომაზე უწყების მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშს წარადგენს და დეპუტატთა კითხვებს უპასუხებს, რის შემდეგაც დეპუტატთა სიტყვით გამოსვლის პროცედურა გაიმართება.