13%-იანი სხვაობა ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგს შორის სავარაუდო მანიპულირებაზე მიუთითებს — Edison Research

Edison Research-მა საქართველოში ბოლო საპარლამენტო ს დღეს ჩატარებული ეგზიტპოლების მიმოხილვა დაასრულა.
როგორც ამერიკული კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, ეს მიმოხილვა განხორციელდა ბრალდებების შემდეგ, რომ არჩევნების შედეგის მთავარი განმსაზღვრელი გაყალბება იყო.
„ედისონი“ 2012 წლიდან ატარებს ეროვნულ ეგზიტპოლებს საქართველოში. „ედისონის“ ყველა წინა ეგზიტპოლმა ზუსტად დაადასტურა ოფიციალური კენჭისყრის შედეგები, რომელიც „ქართულ ოცნების“ გამარჯვებას აჩვენებდა. 2024 წლამდე ხუთ ეგზიტპოლში „ქართული ოცნების“ ხმების საშუალო ცდომილება 2%-ით ნაკლებია. თუმცა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოფიციალური შედეგებით მმართველმა პარტიამ საერთო ხმების 54% მიიღო — ანუ 13%-ით მეტი, ვიდრე „ედისონის“ ეგზიტპოლით.
„13- პუნქტიანი სხვაობა ედისონის ეგზიტპოლსა და „ქართული ოცნების“ ოფიციალურ შედეგს შორის არ შეიძლება მხოლოდ ნორმალური ვარიაციით აიხსნას და ხმების ადგილობრივ დონეზე სავარაუდო მანიპულირებაზე მიუთითებს. „ედისონის“ მიმოხილვამ დაადგინა, რომ სტატისტიკურად მოსალოდნელი შედეგებისგან გადახრა ფართოდ იყო გავრცელებული, მაგრამ ყველაზე მკვეთრად გამოხატული ზოგიერთ სოფლის საარჩევნო უბნებზე. ეს უბნები, სავარაუდოდ, იყო იქ, სადაც ხმის ყველაზე მნიშვნელოვანი მანიპულირება მოხდა უბნის დონეზე“, — განაცხადა Edison-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა რობ ფარბმენმა.
Statement regarding discrepancy between @edisonresearch Georgia exit poll & CEC vote. “The 13-point difference between Edison’s estimate and the official result for Georgian Dream cannot be explained by normal variation alone and suggests local-level manipulation of the vote.” pic.twitter.com/G6s6swSo7f — Rob Farbman (@rob_farbman) November 1, 2024