13 დეკემბერს XI მოწვევის პარლამენტი საშემოდგომო სესიას დახურავს

13 დეკემბერს, XI მოწვევის პარლამენტი საშემოდგომო სესიას დახურავს. ამ ეტაპზე უცნობია, შეიკრიბება თუ არა ახალარჩეული პარლამენტი რიგგარშე სხდომების ფორმატში.
პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, საშემოდგომო სესია დეკემბრის მესამე პარასკევს უნდა დაიხუროს, თუმცა როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, საშემოდგომო სესიას 13 დეკემბერს დახურავენ.
მიმდინარე კვირას პარლამენტმა გადაწყვეტილებები დაჩქარებული წესით მიიღო. 13 დეკემბრის სხდომაზე საბოლოოდ დაამტკიცებენ “ქართული ოცნების“ კანონის პროექტებს, რომელიც შეეხება დემონსტრაციაზე ნიღბების ტარებისა და სახის დამალვის აკრძალვას, პიროტექნიკისა და ლაზერული მოწყობილობების გამოყენებას, პოლიციელად მუშაობის დაწყებისა და საჯარო სამსახურებში რეორგანიზაციის ჩატარების პროცესის გამარტივებას.

ასევე დაგაინტერესებთ

საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხის თაღლითურად მითვისების ბრალდებით რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური – დაკავებულია ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია – პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკები ჩატარდა მასთან, ყოფილ მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან და სხვა პირებთან