13 აგვისტოდან რუსეთიდან ხორბლის, ქერისა და სიმინდის ექსპორტზე საბაჟო განაკვეთები ნულის ტოლი გახდება

რუსეთიდან ხორბლის, ქერისა და სიმინდის ექსპორტზე გადასახადის განაკვეთები 13 აგვისტოდან ნულის ტოლი იქნება. ეს გაანგარიშება რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ წარმოადგინა.
ამ თარიღამდე ხორბლის ექსპორტის გადასახადი ტონაზე 19,4 რუბლს შეადგენდა, სიმინდის კი – 371,5 რუბლს. ქერის ექსპორტის გადასახადი დიდი ხანია ნულის ტოლია.
ტარიფები გამოითვალა საორიენტაციო ფასების საფუძველზე: ხორბლისთვის 223.5 დოლარი ტონაზე (წინა პერიოდისთვის 224.2 დოლარი), ქერისთვის 199.7 აშშ დოლარი (194.4 აშშ დოლარი), სიმინდისთვის 220 აშშ დოლარი (228.9 აშშ დოლარი).
ახალი ტარიფები 19 აგვისტომდე იქნება ძალაში.