120 მილიონი ევრო ახალი კლუბისგან და სხვა მოთხოვნები – მბაპეს პირობები ცნობილია

დიდი ალბათობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “პარი სენ ჟერმენის” ვარსკვლავი კილიან მბაპე მადრიდის “რეალში” გადაბარგდება.
ესპანური გამოცემა Cadena Ser-ის ცნობით, ფორვარდს სურს, რომ მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს.
გამოცემის ინფორმაციით, მბაპე “რეალისგან” მხოლოდ მათ რიგებში გადასვლისთვის, ერთჯერადი სახით 120 მილიონ ევროს ითხოვს.
ჯერჯერობით უცნობია, დათანხმდება თუ არა მბაპეს პირობებს “ბლანკოსის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში კილიანმა პსჟ-ის მაისურით 19 მატჩი გამართა, თავი კი 20 გატანილი გოლითა და 4 შედეგიანი პასით გამოიჩინა.