12, 13, 14 და 17 მარტს ლანჩხუთში აღმაშენებლის ქუჩაზე დაზიანებული გზის შეკეთების სამუშაოები ჩატარდება – გზების დეპარტამენტი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზამთრის პერიოდში, რთულმა კლიმატურმა პირობებმა ქალაქ ლანჩხუთის დავით აღმაშენებლის ქუჩაზე გზის საფარი დააზიანა.
„ზამთრის პერიოდში დაზიანებული მონაკვეთების შესაკეთებლად სამუშაოები 12, 13, 14 და 17 მარტს განხორციელდება. დროის ამ პერიოდში ქალაქ ლანჩხუთში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ცალმხრივად, კერძოდ: აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ჯაპანა-ლანჩხუთის (ასაქცევი) გზის გამოყენებით, ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი კი – სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის გავლით.
სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე ჯაპანა-ლანჩხუთისა (ასაქცევი) და სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზებზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სამუშაოების წარმოების გამო, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს შეფერხებით“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს ევროპული გზის მხარდაჭერისთვის. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო და ამბიციური მიზანი – 2030 წლისთვის საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა“ – ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს

„ჩვენ მივესალმებით უნგრეთის მხარის მზადყოფნას, გამოყოს დარგობრივი ექსპერტი, რომელიც მხარს დაუჭერს სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სფეროში ევროინტეგრაციის მოთხოვნების შესრულების პროცესში“ – დავით სონღულაშვილი