“12 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, ვტოვებ ჩემს თანამდებობას ეროვნულ ბანკში”- შალვა მხატვრიშვილი

სოციალურ ქსელში ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი, შალვა მხატრიშვილი წერს, რომ დაკავებული თანამდებობა დატოვა.

“მეგობრებო, 12 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, ვტოვებ ჩემს თანამდებობას ეროვნულ ბანკში. მთელი ამ ხნის განმავლობაში მუდმივად ეროვნულ ბანკზე ფიქრის შემდეგ, ძალიან რთულია ჩემი თითოეული თანამშრომლის და მათთან ერთად გაკეთებული საქმის დატოვება.

ცხადია, ვრჩები ეროვნული ბანკის ინსტიტუციონალური გაძლიერების გულშემატკივარი, ამჯერად შორიდან. მოღვაწეობას გავაგრძელებ საერთაშორისო სავალუტო ფონდში, ვაშინგტონში, კვლავ მაკროეკონომიკის მიმართულებით“ — წერს შალვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ელჩის საქმე არ არის ჩაერიოს დამოუკიდებელი სასამართლოს საქმიანობაში. თუ აქამდე ცდილობდნენ რამენაირად შეეფუთათ დამოკიდებულება და თავიანთი გავლენების გაზრდის მცდელობები, ახლა ესეც აღარ ხდება

საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე თავდასხმები ახლა არ დაწყებულა. მისი მიზანია, ქვეყანაში არ არსებობდეს ინსტიტუცია, რომელსაც მხარს დაუჭერს ხალხი, რომელსაც მოუსმენს და დაეყრდნობა – არჩილ გორდულაძე